ფიზიკური
30.06.2026, 19:00
დიდი დედის არქეტიპი და მთვარის ფსიქოლოგია ნატალურ რუკაში
მარიამ ნანეიშვილი
ასტროლოგი
მენტორი
აღწერა
საჯარო ლექცია: „დიდი დედის არქეტიპი და მთვარის ფსიქოლოგია ნატალურ რუკაში“
ჩვენი ფსიქიკის ყველაზე ღრმა შრეებში არსებობს პირველსაწყისი ძალა, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღვიქვამთ უსაფრთხოებას, სიყვარულს, მიჯაჭვულობასა და რა დამოკიდებულება გვაქვს ზოგადად სამყაროს მიმართ. კარლ გუსტავ იუნგის სიღრმის ფსიქოლოგიაში ამ ძალას დიდი დედის (The Great Mother) არქეტიპი ეწოდება, ხოლო ასტროფსიქოლოგიაში მისი უმთავრესი სიმბოლო და გამტარი მთვარეა.
ეს ლექცია განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გასცდეს ზედაპირულ ინტერპრეტაციებს და დაინახოს, თუ როგორ იქცევა მითოსი და ადრეული ბავშვობის გამოცდილება ჩვენს პირად, ყოველდღიური რეალობის ფუნდამენტად.
I ნაწილი - თეორიული საფუძვლები:
• დიდი დედის ფენომენი იუნგის მიხედვით: არქეტიპის ორსახოვნება — მზრუნველი, მფარველი, სიცოცხლის მიმცემი საწყისი და მისი ჩრდილოვანი, მშთანთქმელი, დამაბრკოლებელი ასპექტი (საშინელი დედა / Terrible Mother).
• დედის მზრუნველობის ფორმები: როგორ ვლინდება არქეტიპი რეალურ ცხოვრებაში? განვიხილავთ დედობრივი ზრუნვის სხვადასხვა მოდელს (ჰიპერმზრუნველობა, დისტანციურობა, პირობითი სიყვარული, ემოციური ვაკუუმი) და მათ კვალს ბავშვის ფსიქიკაში.
• სამყაროს მოდელი ზრდასრულობაში: როგორ აყალიბებს ბავშვობაში მიღებული მზრუნველობის ფორმა ჩვენს საბაზისო ნდობას ან უნდობლობას სამყაროს მიმართ? როგორ იქცევა დედასთან ურთიერთობის მოდელი იმ ლინზად, რომლითაც ზრდასრულობაში აღვიქვამთ ცხოვრებას (როგორც უსაფრთხო, მიმღებ სივრცეს, თუ როგორც მტრულ და სახიფათო გარემოს).
II ნაწილი - პრაქტიკული ბლოკი (სიმბოლური დიაგნოსტიკა):
ლექციის მეორე ნაწილი სრულიად დაეთმობა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანას და მის განხილვას ასტროლოგიური გადმოსახედიდან. ჩვენ ერთად ვისწავლით, თუ როგორ წავიკითხოთ დიდი დედის კვალი და მზრუნველობის მიღებული მოდელები კონკრეტულ ასტროლოგიურ ნატალურ რუკაში.
• მთვარე, როგორც არაცნობიერის საბაზისო მდგომარეობა: როგორ ასახავს მთვარის პოზიცია ნიშნებსა და სახლებში იმას, თუ დედობრივი ზრუნვის რა ფორმა გამოვცადეთ და როგორ ჩაიბეჭდა ის ჩვენს ემოციურ მეხსიერებაში.
• მთვარის კომპლექსების ანალიზი: განვიხილავთ დაძაბულ ასპექტებს და როგორ იკითხება მათში „მშთანთქმელი“, „კონტროლირებადი“ ან „ცივი“ დედის არქეტიპი და რა ფსიქოლოგიურ ბლოკებს თუ მიჯაჭვულობის პატერნებს ბადებს ის ზრდასრულ ურთიერთობებში.
• პრაქტიკული ანალიზი: ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია, თუ როგორ გამოვიყენოთ ნატალური რუკა, როგორც ფსიქოლოგიური ინსტრუმენტი ჩრდილოვანი სცენარების გაცნობიერებისა და შინაგანი, ავტონომიური და საიმედო „მზრუნველი საწყისის“ გასაძლიერებლად.
„სანამ არაცნობიერს ცნობიერად არ აქცევ, ის მართავს შენს ცხოვრებას და შენ მას ბედისწერას უწოდებ“.
- კ. გ. იუნგი
ეს შეხვედრა იქნება მეგზური სიმბოლოების, მითებისა და ასტროლოგიური კონფიგურაციების ენაზე, რომელიც დაგეხმარებათ ახლებურად დაინახოთ საკუთარი ფსიქიკის ფესვები და მიიღოთ პრაქტიკული ინსტრუმენტები თვითშემეცნებისთვის.
ლოკაცია
მისამართი 1