კონფიდენციალურობის პოლიტიკა

skymap.ge

ჩვენთვის პრიორიტეტულია თქვენი პირადი მონაცემების დაცვა. წინამდებარე დოკუმენტი აღწერს, თუ რა ინფორმაციას ამუშავებს skymap.ge და როგორ ხდება მისი გამოყენება.

1. რა ინფორმაციას ვაგროვებთ?

რეგისტრაციისას და სერვისით სარგებლობისას ჩვენ ვამუშავებთ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

  • სახელი და გვარი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ინფორმაცია შეძენილი პაკეტებისა და სერვისების შესახებ.

2. გადახდის უსაფრთხოება

ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ფინანსურ უსაფრთხოებას:

  • საიტი არ ინახავს თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს.
  • გადახდები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების მქონე პარტნიორი პლატფორმის, Flitt.com-ის დაცული არხით.
  • მხარდაჭერილია: Visa, Mastercard, Amex, Apple Pay, Google Pay.
  • ჩვენს სისტემაში ინახება მხოლოდ ტრანზაქციის იდენტიფიკატორი და სტატუსი (წარმატებული/წარუმატებელი) პაკეტის გასააქტიურებლად.

3. მონაცემთა გამოყენება და ანონიმურობა

თქვენს მონაცემებს ვიყენებთ:

  • სერვისის მოსაწოდებლად (ავტორიზაცია, ფასიან ფუნქციებზე წვდომა);
  • ტექნიკური ან საორგანიზაციო საკითხებისთვის თქვენთან საკომუნიკაციოდ;
  • ანონიმური სტატისტიკისთვის: საიტი აწარმოებს მხოლოდ ციფრობრივ აღრიცხვას (მაგ. აგებული რუკების რაოდენობა). ჩვენ არ ვაგროვებთ ინფორმაციას იმაზე, თუ კონკრეტულად ვისი მონაცემებით (რა სახელით/თარიღით) იქნა აგებული რუკა. ეს პროცესი არის სრულად ანონიმური.

4. მონაცემთა გაზიარება

ჩვენ არ ვყიდით და არ გადავცემთ თქვენს პირად მონაცემებს მესამე პირებს. მონაცემთა გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. Cookies (ქუქი ფაილები)

ვებ-გვერდი იყენებს ქუქი ფაილებს მომხმარებლის სესიის (ავტორიზაციის) შესანარჩუნებლად და საიტის ტექნიკური ფუნქციონალის გასაუმჯობესებლად.

6. თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • მოითხოვოთ მონაცემების გასწორება ან ანგარიშის სრული წაშლა.

ამ უფლებების გამოსაყენებლად შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს საკონტაქტო ელ-ფოსტაზე: info@skymap.ge

7. ცვლილებები პოლიტიკაში

skymap.ge იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ამავე გვერდზე.